ბრინჯაოს ძეგლად ქცეული
ხალხში ლეგენდად გასული
დაგცქერის შენი წარსული
დაგცქერის მდუმარე ბრინჯაოს სტუმარი
მეტეხი ძველი უცვლელი
შემომრჩა როგორც დღიური
ფერგადასული ფურცელი
აქ რაც კი ძნელია რაღაცის მთქმელია
აქ ახალი მზით გამთბარი
წარსულის სული ტრიალებს
ეს ეკლესია ერეკლესია
ჩურჩულით მომდევს მემატიანე
ვუსმენ სიძველის ნარჩენებს
წარსულის გადასარჩენად
მეტეხოვ მოწმევ გარდასულ დღეთა
ჩვენ სხვა ლოცვებით მოვედით შენთან
დაგცქერის ძეგლად ქცეული
ხალხში ლეგენდად გასული
დიდება შენი წარსულის
დაგცქერის მდუმარე ბრინჯაოს სტუმარი
აქ ახალი მზით გამთბარი
წარსულის სული ტრიალებს
ეს ეკლესია ერეკლესია
ჩურჩულით მომდევს მემატიანე
ვუსმენ სიძველის ნარჩენებს
წარსულის გადასარჩენად
მეტეხოვ მოწმევ გარდასულ დღეთა
ჩვენ სხვა ლოცვებით მოვედით შენთან
ჩვენ სხვა ლოცვებით მოვედით შენთან
