ბულბულის სტვენა, შაშვის გალობა

ბულბულის სტვენა, შაშვის გალობა
გედის სიმღერა და დედის ნანა.
ასე თბილი და ასე ტკბილია
ჩემი ხალხი და ჩემი ქვეყანა,
ასე თბილი და ასე ტკბილია
ჩემი ხალხი და ჩემი ქვეყანა.

მესმის გალობა ედემის ბაღში,
მესმის რომ გალობს ნაზი ბულბული,
სიოს ჩურჩულში, ფოთოლთ შრიალში
ვუსმენ და ვტკბები გატაცებული,
სიოს ჩურჩულში, ფოთოლთ შრიალში
ვუსმენ და ვტკბები გატაცებული.

როგორ ვინატრე მეც რომ მქონოდა
წარმტაცი ხმა და ლამაზი ბგერა,
რა იქნებოდა მეც შემძლებოდა
იმ ბულბულივით ნაზი სიმღერა,
რა იქნებოდა მეც შემძლებოდა
იმ ბულბულივით ნაზი სიმღერა.

ბულბულის სტვენა შაშვის გალობა
მუმლი-მუხასა და დედის ნანა
ასე თბილი და ასე ტკბილია
ჩემი ხალხი და ჩემი ქვეყანა,
ასე თბილი და ასე ტკბილია
ჩემი ხალხი და ჩემი ქვეყანა.


Discover more from ქართული სიმღერის ტექსტები

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading