გაბუტული ტუჩები,
ჩუმად გეჩურჩულები,
ნუ მომაკლებ ალერსს და
ნუღარ გამებუტები,
ნუ მომაკლებ ალერსს და
ნუღარ გამებუტები.
გაფრენილან წუთები,
ისევ გეჩურჩულები,
ხომ იცი, რომ მიყვარხარ და
ტყუილა ნუ მებუტები,
ხომ იცი რომ მიყვარხარ და
ტყუილა ნუ მებუტები.
სიყვარულის ლოდინში
წლები ისე გავიდა,
ვერ გავიგე ვინა ხარ და
რა გინდა,
ვერ გავიგე ვინა ხარ და
რა გინდა.
გაბუტული ტუჩები,
ჩუმად გეჩურჩულები,
ნუ მომაკლებ ალერსს და
ნუღარ გამებუტები,
ნუ მომაკლებ ალერსს და
ნუღარ გამებუტები,
ნუღარ გამებუტები,
მაინც ჩაგეხუტები.
