გადამრიე

ნეტავ უშენოდ როგორ ვიყავი,
ან ეს ცხოვრება როგორ გავლიე,
უშენოდ თურმე ყოფილა ძნელი,
მოვედი შენთან და გადამრიე.

გადამრიე, გადამრიე,
ამირიე ფიქრები
და თუ ლოდინს გადავურჩი
მუდამ შენი ვიქნები,
და თუ ლოდინს გადავურჩი,
მუდამ შენი ვიქნები.

ჩუმად ღამდება, ჩუმად თენდება,
ციმციმებს, ელავს თვალებზე ცრემლი,
ვეღარ ვისვენებ მერევა დარდი
და დამშვიდებას მე შენგან ველი.

გადამრიე, გადამრიე,
ამირიე ფიქრები
და თუ ლოდინს გადავურჩი,
მუდამ შენი ვიქნები,
და თუ ლოდინს გადავურჩი,
მუდამ შენი ვიქნები.

გადამრიე, გადამრიე,
ამირიე ფიქრები
და თუ ლოდინს გადავურჩი,
მუდამ შენი ვიქნები,
და თუ ლოდინს გადავურჩი,
მუდამ შენი ვიქნები.


Discover more from ქართული სიმღერის ტექსტები

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading