ქართულო მიწავ

ქართულო მიწავ, აქაც და იქაც
სიმართლის მეტი რა მიძებნია,
თურმე რამდენი სიმღერაც მითქვამს
სულყველა შენთვის დამიმღერნია,
თურმე რამდენი სიმღერაც მითქვამს
სულყველა შენთვის დამიმღერნია.

ჩემო ქვეყანავ, შენი უღელი
სულ მუდამ მედგრად მიტარებია,
არ დავცემულვარ მუხლმოუღლელი,
სიმღერით სევდა დამიძლევია.

ქართულო მიწავ, აქაც და იქაც
სიმართლის მეტი რა მიძებნია,
თურმე რამდენი სიმღერაც მითქვამს
სულყველა შენთვის დამიმღერნია,
თურმე რამდენი სიმღერაც მითქვამს
სულყველა შენთვის დამიმღერნია.


Discover more from ქართული სიმღერის ტექსტები

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading