გაზაფხულის ბრალია 

სადმე თვალს თუ მოგკრავდი
გდევდი სახლის კარამდი,
გულში რომ ჩამტეოდი
ჩუმად მოგიპარავდი.

დღეს კი შენთვის ძვირფასო
უკვე აღარ მცალია,
ნუ გამკითხავ რა ვუყო
გაზაფხულის ბრალია,
ნუ გამკითხავ რა ვუყო
გაზაფხულის ბრალია.

შენ გგონია ვტყუოდი,
არა, ვფიცავ საფიცარს,
შენზე ფიქრში რამდენი
ბნელი ღამე დამიწვავს.

შენ მიყვარდი, მხოლოდ შენ,
სიცოცხლეზე ძალიან,
დღეს სხვა მიყვარს რა ვუყო,
გაზაფხულის ბრალია,
დღეს სხვა მიყვარს რა ვუყო ,
გაზაფხულის ბრალია.

შენ მიყვარდი, მხოლოდ შენ,
სიცოცხლეზე ძალიან,
დღეს სხვა მიყვარს რა ვუყო,
გაზაფხულის ბრალია,
დღეს სხვა მიყვარს რა ვუყო,
გაზაფხულის ბრალია.


Discover more from ქართული სიმღერის ტექსტები

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading