გაიღიმე (ზღაპრის ბოლო კეთილია)

გაიღიმე, გაიღიმე პატარა,
შენი გზები, ყვავილებმა დაფარა,
გათენდება დილა ისევ ნათელი,
აენთება სივარულის სანთელი.

შენ თკბილ სიზმრებს ეფერება ფერია,
გაიღვიძე, ყვავილები გელიან,
მზე ამოდის, ჩიტუნებიც გელიან,
კრიალა ცა მაგ თვალების ფერია.

შენთვის, შენთვის ვმღერი,
ზღაპრის ბოლო კეთილია,
შენთან, შენთანა ვარ,
ნურაფრის ნუ გეშინია.

შენთვის, შენთვის ვმღერი,
ზღაპრის ბოლო კეთილია,
შენთან, შენთანა ვარ,
ნურაფრის ნუ გეშინია.

სიყვარული, ლამპარივით ინთება,
და ეს დილა, რა ლამაზად თენდება,
ლამაზი დღე მინდა ისევ გახარო
და ფერადი დაგიხატო სამყარო.

შენთვის, შენთვის ვმღერი,
ზღაპრის ბოლო კეთილია,
შენთან, შენთანა ვარ,
ნურაფრის ნუ გეშინია.

შენთვის, შენთვის ვმღერი,
ზღაპრის ბოლო კეთილია,
შენთან, შენთანა ვარ,
ნურაფრის ნუ გეშინია.

შენთვის, შენთვის ვმღერი,
ზღაპრის ბოლო კეთილია,
შენთან, შენთანა ვარ,
ნურაფრის ნუ გეშინია.

შენთვის, შენთვის ვმღერი,
ზღაპრის ბოლო კეთილია,
შენთან, შენთანა ვარ,
ნურაფრის ნუ გეშინია.


Discover more from ქართული სიმღერის ტექსტები

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading