გამოდი

ვხედავ გიხმობენ ყვავილები,
მოციქულნი გაზაფხულისა,
გამოდი სახლში დაიღლები,
ნეტავი ვინ გაგაგულისა?

რადა ხარ ასე უკარება,
რად გიყვარს მოყვასის ზიანი,
გამოდი, გამოდი, გამოდი,
გამოდი, დარია მზიანი.

შენ გელი დარში და ავდარში,
შენ გელი სუსხიან ზამთარში,
რადა მკლავ ლოდინით რა მოგდის,
გამოდი, გამოდი.

ცას შენი თვალების ფერი აქვს,
შენ ჩემო უფრთებო ფერია,
მზე გეძებს, მზე შენთვის ამოდის,
გამოდი, გამოდი.

შენ გელი დარში და ავდარში,
შენ გელი სუსხიან ზამთარში,
რადა მკლავ ლოდინით, რა მოგდის,
გამოდი, გამოდი.

ცას შენი თვალების ფერი აქვს,
შენ ჩემო უფრთებო ფერია,
მზე გეძებს, მზე შენთვის ამოდის,
გამოდი, გამოდი.


Discover more from ქართული სიმღერის ტექსტები

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading