გამოღმით მე ვარ, გაღმით შენ

გამოღმით მე ვარ, გაღმით შენ,
შუა მოდის მდინარე,
ხიდი არ გვიძევს წყალზედა,
ფიქრი მკლავს მოუთმინარე.

მინდა გაკოცო, მაკოცო,
შენს სახეს ვხედავ მღიმარეს,
მაგრამ ვერსაით გადმოველ
ამ სატიალო მდინარეს.

მეც უნავო ვარ, შენაცა,
ვიცინით, არა ვსტირითა,
შენ მე მიცქერი, მე შენა,
გაღიმებულის პირითა.

მინდა გაკოცო, მაკოცო,
შენს სახეს ვხედავ მღიმარეს,
მაგრამ ვერსაით გადმოველ
ამ სატიალო მდინარეს.

მაგრამ ვერსაით გადმოველ
ამ სატიალო მდინარეს.


Discover more from ქართული სიმღერის ტექსტები

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading