განა შენთვის გული არ მითხოვია,
ეგ თვალები რა სინაზით დახარე,
აბა ქუჩებს ისე როგორ მოვიარ,
შენი ქუჩა თუ არ მოვინახულე.
მოდის წვიმა, მოდის ზეცის ნაკადი,
წვეთებია ჩემ გულს რო ახარატებს,
შენ არა ხარ, შენ სადა ხარ აქამდე,
ნამქერს ვატან ჩემი გულის ბარათებს.
გულო ჩემო შენ ხომ მაინც იხარებ,
მზის სხივები გულს ედება მძივებად,
ისე როგორც არ მეძინა წუხელის,
ამაღამაც აღარ დამეძინება.
მოდის წვიმა, მოდის ზეცის ნაკადი,
წვეთებია ჩემ გულს რო ახარატებს,
შენ არა ხარ, შენ სადა ხარ,
სად გეძებო არ ვიცი,
გელოდები სადა ხარ?
მოდის წვიმა მოდის ზეცის ნაკადი,
წვეთებია ჩემ გულს რო ახარატებს,
შენ არა ხარ, შენ სადა ხარ,
სად გეძებო არ ვიცი,
გელოდები სადა ხარ?
მოდის წვიმა, მოდის ზეცის ნა-კა-დი.
