გიყვარვარ თუ არ გიყვარვარ

შენი ბაღის ყველა ვარდი
შენი ფანჯრის თეთრი ფარდა
რატომ არის ასე კარგი
ასე რატომ შემიყვარდა

ფანჯარასთან სახე თეთრი
გამოჩნდები ცისკრის დარად
მე შენს სახლსაც, ბაღსაც ვეტრფი
შენი ქუჩაც შემიყვარდა

საოცნებო რად მაწვალებ
გულის დარდებს რატომ მალავ
მითხარ მალე გენაცვალე
გიყვარვარ თუ არ გიყვარვარ

ყოველ ღამე რომ მოგესმის
ეს სიმღერა ერთხმიანი
მითხარ მოგწონს ჩემი ლექსის
შენს ქუჩაზე ხეტიალი

ზოგჯერ მორცხვად შენს ფანჯრებში
გამოჩნდები ცისკრის დარად
თითქოს ამბობ რომ ეს ლექსი
კიდეც გიყვარს კიდეც არა

საოცნებო რად მაწვალებ
გულის დარდებს რატომ მალავ
მითხარ მალე გენაცვალე
გიყვარვარ თუ არ გიყვარვარ

საოცნებო რად მაწვალებ
გულის დარდებს რატომ მალავ
მითხარ მალე გენაცვალე
გიყვარვარ თუ არ გიყვარვარ


Discover more from ქართული სიმღერის ტექსტები

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading