დავიგვიანე

ო ყველა სიტყვა სათქმელი შენთვის,
გულმა სთქვა მაგრამ, არ გითხრა ბაგემ,
დავიგვიანე, როგორც ყოველთვის
და ჩემს ლამაზ კოშკს მე თვითონ ვანგრევ.

დავიგვიანე იმ წყაროს წყალთან
და ჩემს ბილიკებს ცრემლით ვასველებ,
ამ ქვეყანაზე, სადაც შენა ხარ
შენთან არ ვიყო რა დამასვენებს.

ეს ყვავილები ჩამაჭკნა ხელში,
შენთან ვარ, მაგრამ მაინც შენ გნატრობ,
ეხ მარტოობა, უდაბურ ტყეშიც
არ ვიქნებოდი მე ასე მარტოდ.

დავიგვიანე იმ წყაროს წყალთან
და ჩემს ბილიკებს ცრემლით ვასველებ,
ამ ქვეყანაზე, სადაც შენა ხარ
შენთან არ ვიყო რა დამასვენებს,
ამ ქვეყანაზე, სადაც შენა ხარ,
სადაც შენა ხარ,
შენთან არ ვიყო რა დამასვენებს…
რა დამასვენებს…
რა დამასვენებს…


Discover more from ქართული სიმღერის ტექსტები

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading