დაიგვიანეს

დაიგვიანეს ჯერ არსად სჩანან,
მაგრამ სალამურს თუ მოჰკრეს ყური,
ანდამატურის ძალით გამოსწევს
აქეთკენ მის გულს ხმა უცნაური.

ვინ ქვაბულიძე და ვინ მეცხვარე,
იქ ბარში ყველა ჩემი ტოლები,
მტრებში ვეფხვივით დანავარდობენ
და მე კი ცხვარში აქ ვიმალები.
მტრებში ვეფხვივით დანავარდობენ
და მე კი ცხვარში აქ ვიმალები.

მერე როგორ დროს მაშინ როდესაც
სხვა უდიდესი წინ გვიდევს ვალი,
მაგრამ ეს მოხდა ჩემს უნებურად,
გულთამხილველო, მე არ მაქვს ბრალი.

კიდევ არ სჩანან ეგებ წავიდნენ,
გაიარეს და ვერ მოვკარ თვალი,
ოჰ ღმერთო ჩემო ჯერ უმისოდაც
დაბნეული მაქვს მე გზა და კვალი.
ოჰ ღმერთო ჩემო ჯერ უმისოდაც
დაბნეული მაქვს მე გზა და კვალი.


Discover more from ქართული სიმღერის ტექსტები

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading