თუ ასე ტურფა იყავი

თუ ასე ტურფა იყავი
რად ვერ გამჩნევდი იაო,
იმად, რომ სიყვარულისთვის
გული არ გამიღიაო,
იმად რომ სიყვარულისთვის
გული არ გამიღიაო.

ახლა სხვა მებაღე შემხვდა,
ალერსით გამაბნიაო,
ტკბილადაც მამიგურგურა,
კალთაზედ დამარწიაო,
ტკბილადაც მამიგურგურა,
კალთაზედ დამარწიაო.

თუ ასე ტურფა იყავი
რად ვერ გამჩნევდი იაო,
იმად რომ სიყვარულისთვის
გული არ გამიღიაო,
იმად რომ სიყვარულისთვის
გული არ გამიღიაო.


Discover more from ქართული სიმღერის ტექსტები

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading