დომინო

დღეს ალბათ საქმე გადადეს ყველამ,
იქნებ თავისით დალაგდეს ყველა,
და შემოუსხდნენ მაგიდას ოთხნი,
ტრადიციულად დომინოს დღეა.

და დილის ეზოს ხმაურის ფონზე
გოგონა უკრავს ვიოლინოზე,
უყურებს ბავშვებს და არა ნოტებს,
უნდა გამები მალე რომ მორჩეს!

ჰე, ჰე, ჰე კარი გამიღე,
მე ხუთამდე ვიხუჭები
არ გამოხვიდე!

ჰე, ჰე, ჰე კარი გამიღე,
მე ხუთამდე ვიხუჭები
არ გამოხვიდე!

არავის არ გავს
ჩემი პატარა ეზო,
აქ არავინ არ წაშლის
ბავშვის დახატულ მზესო!

არავის არ გავს
ჩემი პატარა ეზო,
აქ არავინ არ წაშლის
ბავშვის დახატულ მზესო!

ჩემ ეზოს ახსოვს სულ ყველაფერი,
პირველი სიტყვა, ნაბიჯი ჩემი,
კარის მეზობელს უთო რომ დარჩა,
პირველად მაშინ დავიწვი ხელი!

ახსოვს, რამდენხანს ვცდილობდი მეთქვა:
“მე შენ მომწონხარ ყველაზე მეტად,
ვიცი ვიქნებით ყოველთვის ერთად!”
ვთქვი და გავიგე, მეძახდა დედა!

არავის არ გავს
ჩემი პატარა ეზო,
აქ არავინ არ წაშლის
ბავშვის დახატულ მზესო!

არავის არ გავს
ჩემი პატარა ეზო,
აქ არავინ არ წაშლის
ბავშვის დახატულ მზესო!

ჰე, ჰე, ჰე კარი გამიღე,
მე ხუთამდე ვიხუჭები
არ გამოხვიდე!

ჰე, ჰე, ჰე კარი გამიღე,
მე ხუთამდე ვიხუჭები
არ გამოხვიდე!

არავის არ გავს
ჩემი პატარა ეზო,
აქ არავინ არ წაშლის
ბავშვის დახატულ მზესო!

არავის არ გავს
ჩემი პატარა ეზო,
აქ არავინ არ წაშლის
ბავშვის დახატულ მზესო!
აქ არავინ არ წაშლის
ბავშვის დახატულ მზესო!


Discover more from ქართული სიმღერის ტექსტები

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading