ეს იყო ერთ დროს,
ვიყავით ბედნიერნი,
ბავშვივით გვიხაროდა უბრალო რამ.
დავშორდით რატომ,
არ გითქვამს არაფერი,
დავშორდით რატომ,
არ ვიცით რა.
მე ძალზედ მიჭირს,
უშენოდ წლები მიდის,
მინდა რომ გკითხო ცხოვრება
ხომ არ გიჭირს.
წარსული მოგონება
შემოგვრჩენია თითქმის,
მე მაინც გელი,
მე მაინც გიცდი.
მაგრამ დრო მიდის დრო,
დრო აღარ ჩერდება.
ქვიშიან ნაპირზე დღეს ისევ
უშენოდ თენდება.
მაგრამ დრო მიდის დრო,
მოგონებები ძველდება,
სევდას წაიღებს ქარი,
ფიქრებს გაფანტავს დრო,
ქვიშიან ნაპირზე ისევ თოვს.
ეს იყო ერთ დროს,
ვიყავით ბედნიერნი,
ბავშვივით გვიხაროდა უბრალო რამ.
დავშორდით რატომ,
არ გითქვამს არაფერი,
დავშორდით რატომ,
არ ვიცით რა.
მაგრამ დრო მიდის დრო,
დრო აღარ ჩერდება.
ქვიშიან ნაპირზე დღეს ისევ
უშენოდ თენდება.
მაგრამ დრო მიდის დრო,
მოგონებები ძველდება,
სევდას წაიღებს ქარი,
ფიქრებს გაფანტავს დრო,
ქვიშიან ნაპირზე ისევ თოვს.
მაგრამ დრო მიდის დრო,
დრო აღარ ჩერდება.
ქვიშიან ნაპირზე დღეს ისევ
უშენოდ თენდება.
მაგრამ დრო მიდის დრო,
მოგონებები ძველდება,
სევდას წაიღებს ქარი,
ღამეს გაფანტავს დრო,
ქვიშიან ნაპირზე ისევ თოვს.
ფიქრებს გაფანტავს ქარი,
სევდას გაფანტავს დრო,
ქვიშიან ნაპირზე ისევ თოვს.
