ეს ცხოვრება ლამაზ-ლამაზ
სიმღერებით გავატარე,
თბილისურად ვიცხოვრე და
გულით გავიხარე.
ერთი კაცი მიყვარდა და
გულით დავატარე,
ვერა, ვერა, ვერ გამიგო
წარსულს მივაბარე.
ერთი კაცი მიყვარდა და
გულით დავატარე,
ვერა, ვერა, ვერ გამიგო
წარსულს მივაბარე.
ეს ცხოვრება ლამაზ-ლამაზ
სიყვარულში გავატარე,
ბევრი ვიცინე და
ცრემლიც ბევრი ვღვარე.
მერე ყველაფერი
წარსულს მივაბარე,
ვისაც მე ვუყვარდი,
მეც ის შევიყვარე.
მერე ყველაფერი
წარსულს მივაბარე,
ვისაც მე ვუყვარდი,
მეც ის შევიყვარე.
ისევ გავშალე გულის აფრები,
კვლავ უსაშველოდ ღიღინი მინდა,
ძველი თბილისის მუხამბაზები
შემომაშველეთ ცისფერი გზიდან.
ლალე ლალებიო,
გენაცვალებიო,
შენ ერთს შემოგევლოს
ჩემი ჰანგებიო, ჰანგებიო.
ერთი კაცი მიყვარდა და
გულით დავატარე,
ვერა, ვერა, ვერ გამიგო,
წარსულს მივაბარე.
ერთი კაცი მიყვარდა და
გულით დავატარე,
მაგრამ რა ვქნა, ვერ გამიგო,
ვერა, ვერა, ვერ გამიგო,
წარსულს მივაბარე.
