ერთი სიმი

მიყვარს ერთ სიმზე დაკვრა,
მიყვარს ერთ სიმზე სიმღერა,
მიყვარს ერთ სიმზე დაკვრა,
ერთი სიმი ხომ ცხოვრებაა მთელი.

მიყვარს ერთ სიმზე დაკვრა,
მიყვარს ერთ სიმზე სიმღერა,
მიყვარს ერთ სიმზე დაკვრა,
ერთი სიმი ხომ ცხოვრებაა მთელი.

ყველაფერი ხომ იწყება ერთით,
მოდი დავთვალოთ ერთამდე ერთად,
არა აქვს აზრი ნაკლებით, მეტით,
ერთი იყავი, დარჩები ერთად.

ერთი მზეა და ერთი მთვარე,
ერთი სიცოცხლე და ერთი წამი,
მოდი ერთამდე გადამითვალე,
მოდი არ გვინდა ორი და სამი.

მიყვარს ერთ სიმზე დაკვრა,
მიყვარს ერთ სიმზე სიმღერა,
მიყვარს ერთ სიმზე დაკვრა,
ერთი სიმი ხომ ცხოვრებაა მთელი.

მიყვარს ერთ სიმზე დაკვრა,
მიყვარს ერთ სიმზე სიმღერა,
მიყვარს ერთ სიმზე დაკვრა,
ერთი სიმი ხომ ცხოვრებაა მთელი.

თუ გინდა გეტყვი რამდენი წლის ვარ,
თუ გინდა სახელს გაგანდობ ჩემსას,
არა ვარ ცის და არც მთლად მიწის ვარ,
მიწას ვცილდები, ვერ ვაღწევ ჯერ ცას.

ყველაფერი ხომ იწყება ლექსით,
მოდი გავლექსოთ სუყველამ ერთად,
ორი, სამი და ხუთი და ექვსი,
ბოლოს ყველა ხომ იქცევა ერთად.

მიყვარს ერთ სიმზე დაკვრა,
მიყვარს ერთ სიმზე სიმღერა,
მიყვარს ერთ სიმზე დაკვრა,
ერთი სიმი ხომ ცხოვრებაა მთელი.

მიყვარს ერთ სიმზე დაკვრა,
მიყვარს ერთ სიმზე სიმღერა,
მიყვარს ერთ სიმზე დაკვრა,
ერთი სიმი ხომ ცხოვრებაა მთელი.


Discover more from ქართული სიმღერის ტექსტები

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading