ერთმანეთს ვნატრობდით

გაგითავისე, მიყვარდი, მწამდი,
ჩემი ოცნება შენს აჩრიდილს სდევდა,
შენ იყავ ჩემი უთქმელი დარდი,
მე ვიყავ შენი ამაყი სევდა,
მე ვიყავ შენი ამაყი სევდა.

და როგორც ხდება, გაგვყარა ბედმა,
გაცრეცილ სიზმრებს შემოვრჩით მარტო,
ასეთ სიყვარულს რა ჰქვია ნეტავ?
ცალ-ცალკე ვართ და ერთმანეთს ვნატრობთ,
ცალ-ცალკე ვართ და ერთმანეთს ვნატრობთ.

შენ უჩემობის გაწამებს ფიქრი,
მე ყველა ტკივილს ვიქარვებ შენით,
დანაშაული ორივეს გვიძღვის,
დამნაშავეს კი, ვერ მივაგენით,
დამნაშავეს კი, ვერ მივაგენით.

და როგორც ხდება, გაგვყარა ბედმა,
გაცრეცილ სიზმრებს შემოვრჩით მარტო,
ასეთ სიყვარულს რა ჰქვია ნეტავ?
ცალ-ცალკე ვართ და ერთმანეთს ვნატრობთ,
ცალ-ცალკე ვართ და ერთმანეთს ვნატრობთ.

და როგორც ხდება, გაგვყარა ბედმა,
გაცრეცილ სიზმრებს შემოვრჩით მარტო,
ასეთ სიყვარულს რა ჰქვია ნეტავ?
ცალცალკე ვართ და ერთმანეთს ვნატრობთ,
ცალცალკე ვართ და ერთმანეთს ვნატრობთ,
ცალცალკე ვართ და ერთმანეთს ვნატრობთ.


Discover more from ქართული სიმღერის ტექსტები

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading