ვერ შეაჩერებ დროს

ზოგს მისცა ნიჭი შენების,
ზოგს – ნიჭი ფერთა წერის,
ზოგს მისცა ნიჭი მკურნალის,
ზოგს – ნიჭი თავდადების.

ყოველდღიური გზის
გასეირნება მზის,
დარდს ვერ გაფანტავს დრო
ჩვენი ცხოვრებაც ქრის.

რასაც დათესავ დღეს,
იმას მოიმკი ხვალ,
შავი ღრუბელი – ცა
ადამიანი – გზა

როგორც გასროლილ თოფს,
ვერ შეაჩერებ დროს.

ცას მზერა მისცა უსაზღვრო,
მიწას სიცოცხლე ეღირსა,
მზეს მისცა ნიჭი ნათების,
ადამიანს – დრო რწმენისა.

როგორც გასროლილ თოფს,
ვერ შეაჩერებ დროს.

ვერ შეაჩერებ დროს…


Discover more from ქართული სიმღერის ტექსტები

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading