ზღაპარი სიყვარულისა

იყო და არა იყო რა,
რა იქნებოდა ნეტავ რა?
შეყვარებულთა ქუჩაზე
უცებ რო გამოედარა.

უცებ რო გამოედარა
სულსაც დავთმობდი, სულს.
რა დავუშავეთ ქვეყანას
ჩვენ რომ ერთად ვართ სულ, სულ, სულ.

გვალხენს და კიდეც გვაწვალებს,
ვაიმე მიაქვს გულის ხმას…
რა ტკბილია და რა მწარე
ზღაპარი სიყვარულისა.

დრო რა უეცრად გავიდა,
რა უცებ გაიპარაო.
მიყვარხარ, მეტი რა გითხრა?!
მარტო ეგ როდი კმარაო.

უცებ რო გამოედარა
სულსაც დავთმობდი, სულს.
რა დავუშავეთ ქვეყანას
ჩვენ რომ ერთად ვართ სულ, სულ, სულ.

გვალხენს და კიდეც გვაწვალებს,
ვაიმე მიაქვს გულის ხმას…
რა ტკბილია და რა მწარე
ზღაპარი სიყვარულისა.

ჭირი იქ ლხინი აქაო,
ქატო იქ ფქვილი აქაო,
პატარა გოგომ სიზმარში
პატარა ბიჭი ნახაო.


Discover more from ქართული სიმღერის ტექსტები

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading