თავისუფლება

ზამთარმა მიწა დააზრო
ნეტავ რა ხდება ზეცაში
ჩიტუნავ ჩემო ლამაზო
შენც პაწაწინა ფრთებსა შლი

მიფრინავ ცისკენ მთვარისკენ
მიწისთვის არა გცალია
ფრთხილად გული არ გაგისკდეს
შორს გაფრენილხარ ძალიან

მურღვამებიდან ვერხვებზე
ქარი ქარდაქარ ყაყანობს
შენს პაწაწინა ფეხებზე
კიდია მთელი სამყარო

ბინდდება ცა იქუფრება
ცას ვარსკვლავები დასცვივდა
შენ რომ გაქვს თავისუფლება
მე იმისთანა არც მინდა

ზამთარმა მიწა დააზრო
ნეტავ რა ხდება ზეცაში
ჩიტუნავ ჩემო ლამაზო
შენც პაწაწინა ფრთებსა შლი

მურღვამებიდან ვერხვებზე
ქარი ქარდაქარ ყაყანობს
შენს პაწაწინა ფეხებზე
კიდია მთელი სამყარო

ბინდდება ცა იქუფრება
ცას ვარსკვლავები დასცვივდა
შენ რომ გაქვს თავისუფლება
მე იმისთანა არც მინდა

მურღვამებიდან ვერხვებზე
ქარი ქარდაქარ ყაყანობს
შენს პაწაწინა ფეხებზე
კიდია მთელი სამყარო

მურღვამებიდან ვერხვებზე
ქარი ქარდაქარ ყაყანობს
შენს პაწაწინა ფეხებზე
კიდია მთელი სამყარო

ბინდდება ცა იქუფრება
ცას ვარსკვლავები დასცვივდა
შენ რომ გაქვს თავისუფლება
მე იმისთანა არც მინდა


Discover more from ქართული სიმღერის ტექსტები

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading