თბილისელი ბიჭი

თბილისელი ბიჭი ვარ და
თბილისურად ვცხოვრობ,
ამ სიმღერით მე არ ვიქებ თავს.

ხან მეფურად მოვილხენ და
ხანაც უჭირს სუფრას,
ღმერთმა მიწას შევნატროდე სხვას.

დაასხი, მერიქიფე დოქი დაატრიალე,
იქნებ დარდებს მოვერიო ძალით,
თითოც შევსვათ და გახდება სამი.

თბილისელი გოგონები ამშვენებენ ქუჩებს,
ერთი ნახვით რომ გტაცებენ გულს,
ღიმილით რომ იმშვენებენ იმ დასაკოცნ ტუჩებს,
გულო უძლებ რამდენ სიყვარულს.

დაასხი, მერიქიფე ღვინო ვერ მომერევა,
ჩქარა, თორემ ვეღარ ვუძლებ, ამ მაყვლისფერ თვალებს,
თითოც შევსვათ, გაუმარჯოთ ქალებს.

ბინდდება და ღამის ქალაქს,
შემოვივლი ფეხით,
ორთავ ნაპირს დავუკოცნი მტკვარს.

თუკი ვინმე გულიანად
სიყვარულზე მღერის,
ახლოს მიდით ყველას ნახავთ მთვრალს.

დაასხი, მერიქიფე, სანამ ღვინო მწყურია,
მე ხომ თქვენი სიყვარული, ყველა დარდი მიდის,
ალიონზე გაუმარჯოს თბილისს,
ალიონზე გაუმარჯოს თბილისს.


Discover more from ქართული სიმღერის ტექსტები

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading