თბილისობა

თბილისობაა, თბილისობა
მეხივით გასკდა მოწმენდილ ცაზე
თბილისობაა, თბილისობა
მეტეხის მთაზე, ნარიყალაზე

გაცოცხლებულა ძველი თბილისი
თვალი უკეთესს ვერაფერს ნახავს
და მოჰფენია მილეთის ხალხი
თბილისის უბნებს, ძველსა და ახალს

დუდუნებს მტკვარი ძველებურ ჰანგზე,
რა ხელმა შექმნა ეს სილამაზე

სიყვარულმა გული დამწვა
სილამაზემ თვალები
ვაი შენი ჭირიმე

სიყვარულმა გული დამწვა
სილამაზემ თვალები
ვაი შენი ჭირიმე

დუდუნებს მტკვარი ძველებურ ჰანგზე,
რა ხელმა შექმნა ეს სილამაზე

დღეგრძელი იყოს ის თბილისელი
ვინც ჩვენი ნატვრა საქმედ აქცია
და ოქროსფერი დღე შემოდგომის
დღესასწაულად გადააქცია

სევდანარევი მოგონებანი
ძვირფას სახელებს ვიხსენებ დღესაც
ვინც გაშენებდა, ვინც გიგალობდა
ვინც აღმერთებდა თბილისის ზეცას

დუდუნებს მტკვარი ძველებურ ჰანგზე,
იხსენებს წარსულს სევდიან ხმაზე

ავადა ვარ ავადა, მოდით სანახავადა
ვაი შენი ჭირიმე
ავადა ვარ ავადა, მოდით სანახავადა
ვაი შენი ჭირიმე

დუდუნებს მტკვარი ძველებურ ჰანგზე,
რა ხელმა შექმნა ეს სილამაზე

თბილისობაა, თბილისობა
მეხივით გასკდა მოწმენდილ ცაზე
თბილისობაა, თბილისობა
მეტეხის მთაზე, ნარიყალაზე

სიყვარულმა გული დამწვა
სილამაზემ თვალები
ვაი შენი ჭირიმე

სიყვარულმა გული დამწვა
სილამაზემ თვალები
ვაი შენი ჭირიმე

დუდუნებს მტკვარი ძველებურ ჰანგზე,
რა ხელმა შექმნა ეს სილამაზე


Discover more from ქართული სიმღერის ტექსტები

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading