თბილისური გაზაფხული ო, რარიგად მათბობს,
შენზე ფიქრში გადაღლილი გული მაინც გნატრობს,
ჩემს ცხოვრებას სადარდებლად მოევლინე მარტო.
თუკი ცრემლი უნებურად დაგისველებს თვალებს,
და თუ კვლავაც ჩემზე ფიქრი გაგიქარვებს ნაღველს,
ჩემს სიყვარულს ქვეყანაზე ვერაფერი დაძლევს.
და თუ ოდეს მიმღერია, მიმღერია შენთვის,
ჩემს სიყვარულს ქვეყანაზე, ვერაფერი შეცვლის,
ჩუმად, ჩუმად ჩამჩურჩლელებს, ჩემი გულის ხმაო,
მიყვარხარ, მიყვარხარო.
და თუ ოდეს მიმღერია, მიმღერია შენთვის,
ჩემს სიყვარულს ქვეყანაზე, ვერაფერი შეცვლის,
ჩუმად, ჩუმად ჩამჩურჩლელებს, ჩემი გულის ხმაო,
მიყვარხარ, მიყვარხარო.
ჩუმად, ჩუმად ჩამჩურჩლელებს, ჩემი გულის ხმაო,
მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარო.
