თბილისში ხომ გვირილებიც მღერიან

დაბლა მტკვარი ზემოთ ნახე რა ცაა,
თბილისური, ლურჯი, გაუხუნარი,
ამღერდება, ამღერდება საცაა, საცაა,
ვერ ჩაუვლი შენს მთაწმინდას მდუმარი.

სასიმღერო თუკი შემოგელია,
არ გცოდნია თბილისის ცის ფერია,
განზე გადექ, შენთან ყოფნა ძნელია და ძნელია,
თბილისში ხომ გვირილებიც მღერიან.

სიმღერაა სევდისა და ნაღველის
მკურნალი და უებარი წამალი,
დამიჯერე სულ სიმღერით იარე, იარე,
რაც კი დაგრჩა სააქაოს სავალი.

თუ გავიჭერ მარტოდ მარტო ველადა
და ხელში მაქვს ღვინით სავსე ხელადა,
მინდა ვუთხრა ლურჯთვალება ღიღილოს და ღიღილოს,
მაშ თბილისზე რამე დავაღიღინოთ.
მინდა ვუთხრა ლურჯთვალება ღიღილოს და ღიღილოს,
მაშ თბილისზე რამე დავაღიღინოთ,
მაშ თბილისზე რამე დავაღიღინოთ.


Discover more from ქართული სიმღერის ტექსტები

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading