დილა მშვიდობისაო მზემ სხივები გვაჩუქა,
დილა მშვიდობისაო გვისურვა და დაგვშორდა,
დღე იწყება ახალი, ღამე უკვე დასრულდა, დასრულდა.
გაგრძელდება სიცოცხლე ამ ლამაზი ფერებით
მზის სხივებმა ამავსო, თვალს მომადგა ცრემლები,
დილა მშვიდობისაო, რა ლამაზად თენდები, თენდები.
მოდი ისევ შემომხვიე ხელები,
ეგ ხელები სიყვარულის მხსნელები,
დილა მშვიდობისაო, რა ლამაზად თენდები,
ამ ალიონს შენთან ერთად შევხვდები.
მზის სხივებმა გაგვინათეს ჩვენ გზები,
დილა მშვიდობისაო, რა ლამაზად თენდები.
დილა მშვიდობისაო გვესალმება აპრილი,
მიიმალა, მიყუჩდა ღამე ფიქრით დაღლილი,
დღე იწყება ახალი, დღე იწყება ნამდვილი, ნამდვილი.
და გრძელდება სიცოცხლე ამ ლამაზი ფერებით,
მზის სხივებმა ამავსო, თვალს მომადგა ცრემლები,
დილა მშვიდობისა, რა ლამაზად თენდები, თენდები.
მოდი ისევ შემომხვიე ხელები,
ეგ ხელები სიყვარულის მხსნელები,
დილა მშვიდობისაო რა ლამაზად თენდები,
ამ ალიონს შენთან ერთად შევხვდები.
მზის სხივებმა გაგვინათეს ჩვენ გზები,
დილა მშვიდობისაო, რა ლამაზად თენდები, თენდები.
ღამემ სულ დამალა ლურჯი ფერები,
ჩემს ქალაქში ლამაზ დილას შევხვდები,
მოდი, შემომხვიე თბილი ხელები და,
მეც ავმღერდები, მეც ავმღერდები.
მოდი ისევ შემომხვიე ხელები,
ეგ ხელები სიყვარულის მხსნელები,
დილა მშვიდობისაო, რა ლამაზად თენდები,
ამ ალიონს შენთან ერთად შევხვდები.
მზის სხივებმა გაგვინათეს ჩვენ გზები,
დილა მშვიდობისაო, რა ლამაზად თენდები, თენდები,
თენდები,
თენდები,
თენდები.
