თოვლის ფანტელი

თოვლის ფანტელი გაშიშვლებულ ტოტებს აცვივა,
ჩემო ჩიორა შენ ხომ არ გცივა.
მოდი ჩაგიკრავ უბეში და თბილად იქნები,
არ დაგასველებს თოვლის ფიფქები.

მოგიალერსებ ჩიტუნა და ამას ვინატრებ
ფიფქივით შენც არ გაუჩინარდე,
თორემ ხომ ხედავ არემარეს იმგვარად ათოვს,
სხვა ჩემნაირად არვინ გაგათბობს.

მოგიალერსებ ჩიტუნა და ამას ვინატრებ
ფიფქივით შენც არ გაუჩინარდე,
თორემ ხო ხედავ არემარეს იმგვარად ათოვს,
სხვა ჩემნაირად არვინ გაგათბობს.


Discover more from ქართული სიმღერის ტექსტები

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading