თოვლი მოდის

თოვლი მოდის, არე-მარე
ფანტელებით იქარგება,
მზე ამოდის თოვლი დნება,
სიზმარივით იკარგება.

სიყვარული თოვლივით რომ მალე დნება,
მენანება, მენანება.
სიყვარული თოვლივით რომ მალე დნება,
მენანება, მენანება.

მერე ისევ თოვლი მოდის,
ჩურჩულებს და ზღაპრებს ჰყვება.
დაასრულებს ცისფერ ზღაპარს
და ცრემლებად დაიღვრება.

სიყვარული თოვლივით რომ მალე დნება,
მენანება მენანება.
სიყვარული თოვლივით რომ მალე დნება,
მენანება მენანება.

თოვლი მოდის, არე-მარე
ფანტელებით იქარგება,
მმოდი ჩემთან, მოდი მალე,
შენი ნახვა მენატრება.

სიყვარული თოვლივით რომ მალე დნება,
მენანება, მენანება.
სიყვარული თოვლივით რომ მალე დნება,
მენანება, მენანება,
მენანება, მენანება,
მენანება, მენანება.


Discover more from ქართული სიმღერის ტექსტები

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading