გამოდი ნახე რა ლამაზად ბარდნის ცა,
კვლავ თეთრად იმოსება თბილისი,
აქ ირგვლივ ყველამ ყველას გული გულს და ხელი ხელს მისცა,
ივსება სიყვარულის სასმისი.
შუა ღამით გესტუმრები,
გაგათბობ, გამათბობ, მოგხვევ ხელს.
შენი ცქერით მთვრალი გეტყვი, რომ
გილოცავ ახალ წელს!
თოვლი მოსულა
და კარს შემოაღებს ახალი წელი მალე,
რაღას უცდი გელოდები, გამოდი გარეთ,
რომ ერთად ავიხდინოთ ოცნება.
სულ მალე დაჰკრავს ისევ თორმეტჯერ ზარი
და ვინც ჩვენ გვიყვარს აქ არის.
აქ თითქოს ირგვლივ ყველა ნელა-ნელა ითვლის ნაბიჯებს,
ახალი წელი შემოაბიჯებს.
შუა ღამით გესტუმრები,
გაგათბობ, გამათბობ, მოგხვევ ხელს.
შენი ცქერით მთვრალი გეტყვი, რომ
გილოცავ ახალ წელს
თოვლი მოსულა
და კარს შემოაღებს ახალი წელი მალე,
რაღას უცდი გელოდები, გამოდი გარეთ,
რომ ერთად ავიხდინოთ ოცნება.
