ახალი წლის ღამეა და ყველა ელის ბედს,
ზოგი ნატრობს სიმდიდრეს და ზოგი კიდევ მეტს,
აქ სიყვარულს მოელიან, ჯანმრთელობას მხნეს,
ცხოვრებისგან მინიჭებულ ალალმართალ ბედს.
აქ სიყვარულს მოელიან, ჯანმრთელობას მხნეს,
ცხოვრებისგან მინიჭებულ ალალმართალ ბედს.
ავსა კაცსა ავი სიტყვა გამრუდებოდეს,
კარგსა კაცსა დოქით წყალი დამაჭრებოდეს,
ცარიელი ბეღელ-კარი გამოვსებოდეს,
ლხინი აქვს თუ გაჭირვება ემღერებოდეს.
ცარიელი ბეღელ-კარი გამოვსებოდეს,
ლხინი აქვს თუ გაჭირვება ემღერებოდეს.
მადლი სხვისი წაგიღია არ შეგრჩენოდეს,
სიკეთისკენ გზას ეძებდე გაგმართლებოდეს,
მოძმის ბედი და ცხოვრება გაგხარებოდეს,
საახალწლო დალოცვები არ მოგკლებოდეს.
მოძმის ბედი და ცხოვრება გაგხარებოდეს,
საახალწლო დალოცვები არ მოგკლებოდეს.
ახალი წლის ღამეა და ყველა ელის ბედს.
