იავნანა (მზიური)

იავ-ნანა ვარდოვ-ნანა იავ-ნანინაო,
აგრე ტკბილად, უდარდელად რამ დაგაძინაო?
დედის მკერდში მიგიგნია შენ ტკბილი ბინაო,
იავ-ნანა, ვარდოვ-ნანა, იავ-ნანინაო.

პაწაწინა იადონო და ვარდის კონაო,
დღეს ხომ კარგად გაიგონე ჩემი ნანინაო?
და თუ კარგად გაიგონე, ხომ მოგეწონაო?
იავ-ნანა, ვარდოვ-ნანა, იავ-ნანინაო.

იავ-ნანა, ვარდოვ-ნანა, იავ-ნანინაო.


Discover more from ქართული სიმღერის ტექსტები

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading