იავნანე, ვარდოვ ნანე, იავნანინეო,
იამ გაშალა ვარდები, იავნანინეო.
ნათლისმცემლის მამიდასა, იავნანინეო,
ძირს გავუფენ ხალიჩასა, იავნანინეო.
დავუგორებ ოქროს კოშკსა, იავნანინეო,
ზედ მოვუფენ ია-ვარდსა, იავნანინეო.
იავნანე, ვარდოვ ნანე,იავნანინეო,
იაც შენ ხარ, ვარდიც შენ ხარ,იავნანინეო.
იავნანე, ვარდოვ ნანე, იავნანინეო,
იამ გაშალა ვარდები, იავნანინეო.
