მზე გვაჩუქებს თავდავიწყებას
სულ სხვა ოცნების დროა,
გულს წუხილი დაავიწყდება
თუ სიყვარული იპოვა.
შენც წარსულად გადაიქცევი
ნურც ჩემს სიზმრებში მოხვალ,
და ზღაპარიც ასე იწყება
იყო და არა იყო რა.
ისევ ძველ ნაპირთან დგახარ,
ნუ დამელოდები მე,
წარსულზე ოცნებას წაიღებს
ზღვაში ჩაძირული მზე.
არა არ მინდა, კარგო არ მინდა,
ნუღარ გამახსენებ თავიდან,
წლები გავიდა, სადღაც წავიდა,
სევდა იმ ბავშვური ზღაპრიდან.
მე გელოდი, რომ შენთვის ჩუმად
ეს საიდუმლო მეთქვა
და თითქოს ზღვამ შეიყვარა მზე
ისე უეცრად გათენდა.
ისევ ძველ ნაპირთან დგახარ,
ნუ დამელოდები მე,
წარსულზე ოცნებას წაიღებს
ზღვაში ჩაძირული მზე.
არა არ მინდა, კარგო არ მინდა,
ნუღარ გამახსენებ თავიდან,
წლები გავიდა, სადღაც წავიდა,
შენგან იმ ბავშვური ზღაპრიდან.
მე ვეღარ ვიპოვი ალბათ
უკვე დავიწყებულ გზებს,
ლამაზი ოცნება წაიღო
ზღვაში ჩაძირულმა მზემ.
არა არ მინდა, კარგო არ მინდა,
ნუღარ გამახსენებ თავიდან,
წლები გავიდა, სადღაც წავიდა,
სევდა იმ ბავშვური ზღაპრიდან.
მე ვეღარ ვიპოვი ალბათ
უკვე დავიწყებულ გზებს,
ლამაზი ოცნება წაიღო
ზღვაში ჩაძირულმა მზემ.
არა არ მინდა, კარგო არ მინდა,
ნუღარ გამახსენებ თავიდან,
წლები გავიდა, სადღაც წავიდა,
სევდა იმ ბავშვური ზღაპრიდან
არა არ მინდა, კარგო არ მინდა,
ნუღარ გამახსენებ თავიდან,
წლები გავიდა, სადღაც წავიდა,
სევდა იმ ბავშვური ზღაპრიდან.
