კარკუჩით წამოიყვანეს

კარკუჩით წამაიყვანეს ქალი ლამაზი თმიანი,
შვიდი მაყარი თან მაჰყვა შვიდთავე ცხენოსნიანი.
ბევრჯერ ვყოფილვარ მაყარში, ბევრსაც ვარ გადანაყარი,
ის კი არ გამიგონია, დედოფალს კოცნის მაყარი.
ბევრჯერ ვყოფილვარ მაყარში, ბევრსაც ვარ გადანაყარი,
ის კი არ გამიგონია, დედოფალს კოცნის მაყარი.

ქალმა სთქვა ახალგაზრდასა სიცილით შავეპარები,
მავაკვლევინებ სურვილსა, ახლო არ გავეკარები.
არ მოიშალა ლამაზმან შავი თოლების ბრიალი,
წყაროს პირთან რომ მივიდნენ, დადგა ხანჯლების ტრიალი.
არ მოიშალა ლამაზმან შავი თოლების ბრიალი,
წყაროს პირთან რომ მივიდნენ, დადგა ხანჯლების ტრიალი.

პირმა დაგლოცოს ღვთისამან, ნაწილმან ბარძიმისამან,
ალავერდს წმინდა გივარგიმ, ქალაქში სივანისამან.
ღმერთო ნუ მოშლი ამ სახლში ლხინსა და გახარებასა,
ვაჟების ქორწინებასა, ქალების გასტუმრებასა.
ღმერთო ნუ მოშლი ამ სახლში ლხინსა და გახარებასა,
ვაჟების ქორწინებასა, ქალების გასტუმრებასა.

ჰე ჰე, ჰე ჰე.


Discover more from ქართული სიმღერის ტექსტები

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading