ლამაზი დღე

როცა მეგონა ვიყავი დიდი,
ისეთი დიდი, რომ ცას მივწვდებოდი,
როცა არასდროს არ მითქვამს სხვისთვის,
რომ მე ვიყავი პატარა დიდი.

მითხარი სად მთავრდება ღამე,
მითხარი შენ მითხარი რამე,
მთავრდება მუქი ფერების კონა,
ამოდის მზე და ანათებს ოთახს,
და ისევ დავრჩებით,
მე, მზე და ლამაზი დღე.

როცა სიზმრები ცხადშიც ახდება,
როცა მე და შენ დავრჩებით მარტო,
ჩვენი ფიქრები ცხადში გაქრება,
ისევ მომიწევს დარჩენა მარტო.

მითხარი სად მთავრდება ღამე,
მითხარი შენ მითხარი რამე,
მთავრდება მუქი ფერების კონა,
ამოდის მზე და ანათებს ოთახს,
და ისევ დავრჩებით,
მე, მზე და ლამაზი დღე.

როცა მეგონა ვიყავი დიდი,
ისეთი დიდი, რომ ცას მივწვდებოდი,
როცა არასდროს არ მითქვამს სხვისთვის,
რომ მე ვიყავი პატარა დიდი.

მითხარი სად მთავრდება ღამე,
მითხარი შენ მითხარი რამე,
მთავრდება მუქი ფერების კონა,
ამოდის მზე და ანათებს ოთახს,
და ისევ დავრჩებით,
მე, შენ და ლამაზი დღე.


Discover more from ქართული სიმღერის ტექსტები

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading