ის მარტოდმარტო ცხოვრობდა მთებში,
ჩუმი ღიღინით ვიდოდა მთა-მთა,
და როს ღმერთს მისი ხმა ბეზრდებოდა
ის საუბრობდა საკუთარ თავთან.
ბევრჯერ აცივდა და ბევრჯერ დათბა,
თვალწინ გაფრინდა გრძელ წელთა რიგი
და როცა წლების მობეზრდა დათვლა,
საკუთარ თავსაც მობეზრდა იგი.
ო, მარტოობავ, გართობავ ღმერთის,
აუწეველო სიმძიმე კაცთა,
ნუგეშად გვერგო ჩვენ ერთმანეთი,
ვით უკვდავების მაცდური განცდა,
ვით უკვდავების მაცდური განცდა.
გარინდებული იდგა ქვეყანა,
და მხოლოდ იგი მღეროდა სოლოს,
აპლოდისმენტად თვით ვარსკვლავთცენა
და ეს დიდებაც მობეზრდა ბოლოს.
ო, მარტოობავ, გართობავ ღმერთის,
აუწეველო სიმძიმე კაცთა,
ნუგეშად გვერგო ჩვენ ერთმანეთი,
ვით უკვდავების მაცდური განცდა,
ვით უკვდავების მაცდური განცდა.
ო, მარტოობავ, გართობავ ღმერთის,
აუწეველო სიმძიმე კაცთა,
ნუგეშად გვერგო ჩვენ ერთმანეთი,
ვით უკვდავების მაცდური განცდა,
ვით უკვდავების მაცდური განცდა,
ვით უკვდავების მაცდური განცდა.
