მარტოხელა ქალბატონო

მარტოხელა, მარტოსულო ქალბატონო
გაიშალე ოქროსფერი თმები,
გენატრება ზამბახების სიფაქიზე,
გენატრება ზამბახების ფერი..

ჭრიჭინებენ, ჭრიჭინებენ ჭრიჭინები
და ჭრიჭინში ათენებენ ღამეს,
მარტოხელა მარტოსულო ქალბატონო
ნუ მიხურავ, ნუ მიხურავ კარებს.

არ დამტოვო გევედრები არ დამტოვო
სინანურლი აგიცრემლებს თვალებს
მარტოხელა მარტოსულო ქალბატონო
ვერ გავუძლებ მარტოობის წამებს.

ჭრიჭინებენ, ჭრიჭინებენ ჭრიჭინები
და ჭრიჭინში ათენებენ ღამეს,
მარტოხელა მარტოსულო ქალბატონო
ნუ მიხურავ, ნუ მიხურავ კარებს.
მარტოხელა, მარტოსულო ქალბატონო
ნუ მიხურავ, ნუ მიხურავ კარებს.


Discover more from ქართული სიმღერის ტექსტები

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading