მაღლა და მაღლა

რა ახლოსა ხართ ხეებო მზესთან,
რა ახლოსა ხართ მზესთან ზარებო,
გაუხელია თვალები ნესტანს
და მღერის თამარ მეფის სამეფო.

სულ ზევით ზევით, მაღლა და მაღლა,
ნაცრისფერ გზებზე შენს თვალებს ვუმზერ,
სინათლის ფერი მობრუნდა წაღმა,
დაუბნევია მიხაკი გულზე.

ჩვენი სათქმელი უთუოდ დღეს ვთქვათ,
რა დროს შიშია და მოკრძალება,
ეს სიყვარული საუბრობს ღმერთთან
და ალბათ მალე ჩამობრძანდება.

სულ ზევით ზევით, მაღლა და მაღლა,
ნაცრისფერ გზებზე შენს თვალებს ვუმზერ,
სინათლის ფერი მობრუნდა წაღმა,
დაუბნევია მიხაკი გულზე.

ათასი კვირტი ათასი ვარდი
და აფეთქება ასი ათასი,
გამოღმით შენ ხარ და მე ვარ გაღმით
და გაზაფხული გვაქვს სილამაზე.

სულ ზევით ზევით, მაღლა და მაღლა,
ნაცრისფერ გზებზე შენს თვალებს ვუმზერ,
სინათლის ფერი მობრუნდა წაღმა,
დაუბნევია მიხაკი გულზე,
დაუბნევია მიხაკი გულზე.


Discover more from ქართული სიმღერის ტექსტები

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading