მიწა მეფე თამარისა

მიწა მაქვს და მიწა მქონდა,
დარი მამალ ხოხბის ფრთისა,
მოყვრის მსასოებელი და
დამზაფვრელი მოშურნისა!

ვინც შეირგებს ჩემს ზედაშეს,
ჩოხას მივუბოძებ ძმისას,
ვინც არა და ნუ მიიჩნევს
თავს ამ ცა-ფირუზის ღირსად!

აღორძინებულო მზვარევ,
მხარევ, გაბადრული მზისა
ილოცვიდე დედაენას
ჩინს საკუთარ თვალებისას.

მე ჩემი მაქვს მოსავლელი
თვალი არ გამირბის სხვისას,
წვეთ-წვეთად და მისხალ-მისხალ
მიწა მეფე თამარისა!
მიწა მეფე თამარისა!

აღარც ხონთქრის მეშინია
არც შაჰის და ყაენისა,
ხატზე ბევრჯერ გადავეცი
ვინც მამული გაასხვისა!

ჩუმად ვიჩნევ მოძმის ტკივილს
იმის სიხარულს და ჭირსა
და მწამს ჩემი ბედისწერის
აწმყოსი და მომავლისა!

აღორძინებულო მზვარევ,
მხარევ, გაბადრული მზისა
ილოცვიდე დედაენას
ჩინს საკუთარ თვალებისას.

მე ჩემი მაქვს მოსავლელი
თვალი არ გამირბის სხვისას,
წვეთ-წვეთად და მისხალ-მისხალ
მიწა მეფე თამარისა!
მიწა მეფე თამარისა!

აღორძინებულო მზვარევ,
მხარევ, გაბადრული მზისა
ილოცვიდე დედაენას
ჩინს საკუთარ თვალებისას.

მე ჩემი მაქვს მოსავლელი
თვალი არ გამირბის სხვისას,
წვეთ-წვეთად და მისხალ-მისხალ
მიწა მეფე თამარისა!
მიწა მეფე თამარისა!
მიწა მეფე თამარისა!


Discover more from ქართული სიმღერის ტექსტები

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading