მოდიოდა თეთრი გოგო

ქვა იყო და გამჩენისგან
არც არაფერს ელოდა,
მაგრამ მაინც სულდგმულივით
სუნთქვა ენატებოდა,
სუნთქვა ენატებოდა.

იდგა თეთრი მარმარილო,
ფიქრი ნისლად წვებოდა,
ადამიანს დამამსგავსე
მხატვარს ევედრებოდა,
მხატვარს ევედრებოდა.

მოდიოდა თეთრი გოგო,
მერე დიდხანს რჩებოდა
და ნელ-ნელა ქვის ნატეხი
ქალღმერთს ემსგავსებოდა,
ქალღმერთს ემსგავსებოდა.

ქვა იყო და სიცოცხლეზე,
სიყვარულზე ფიქრობდა,
თითქოს მართლა იცინოდა,
თითქოს მართლა ტიროდა.

დრომ თავისი გაიტანა,
მხატვრის თმებზე დათოვა,
წავიდა და ქვად ქცეული
უკვდავება დატოვა,
უკვდავება დატოვა.

მოდიოდა თეთრი გოგო,
მერე დიდხანს რჩებოდა
და ნელ-ნელა ქვის ნატეხი
ქალღმერთს ემსგავსებოდა,
ქალღმერთს ემსგავსებოდა.

მოდიოდა თეთრი გოგო,
მერე დიდხანს რჩებოდა
და ნელ-ნელა ქვის ნატეხი
ქალღმერთს ემსგავსებოდა,
ქალღმერთს ემსგავსებოდა,
ქალღმერთს ემსგავსებოდა.


Discover more from ქართული სიმღერის ტექსტები

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading