მოდი ჩემთან სანამ დროა,
სანამ გული გულობს,
მოდი უნდა გაგიმხილო
ერთი საიდუმლო.
შენზე ფიქრი ამედევნა,
აჩრდილივით დამდევს,
განა ასე მაწამებდი
შენ რომ ღმერთი გწამდეს.
მე უშენოდ მზეც არ მინდა,
და სიცოცხლე მიჭირს,
გოგო ცოდვა არ დაიდო,
დედისერთა ბიჭის.
ცხრა ზღვასა და ცხრა მთას იქით
გაგექცევი მალე,
რომ როგორმე დავემალო
ჩემ დამღუპველ თვალებს.
პატარა ხარ მაგრამ უკვე
დიდი ცოდვა გადევს,
მე შენს გამო თავს მოვიკლავ
ვერ ავიტან ამდენს.
მე უშენოდ მზეც არ მინდა,
და სიცოცხლე მიჭირს,
გოგო ცოდვა არ დაიდო,
დედისერთა ბიჭის.
გოგო ცოდვა არ დაიდო,
გულში სევდა არ ჩაიდო,
დედისერთა ბიჭის.
