მოდი ჩემთან, გენაცვალე
და ეგ ბაგე ნარნარი
აამღერე, მომიყევი
სიყვარულის ამბავი.
ნუ კითხულობ რად მიყვარხარ,
რად მიყვარხარ რა ვიცი,
ვიცი მხოლოდ, შენის ტრფობით,
შენის ეშხით დავიწვი.
აამღერე, მომიყევი
სიყვარულის ამბავი,
ნუ კითხულობ რად მიყვარხარ,
რად მიყვარხარ რა ვიცი,
ვიცი მხოლოდ შენის ტრფობით,
შენის ეშხით დავიწვი,
შენის ეშხით დავიწვი.
