შენ გიმღერი ჩემო თბილის ქალაქო,
საქართველოს გული ხარ,
სიყვარულზე როგორ გელაპარაკო,
თვითონ სიყვარული ხარ.
მეც ხომ შენი სილამაზის მონა ვარ,
აბა როგორ არ გაქო,
საქართველოს სიამაყევ, მშვენებავ,
ჩემო თბილის-ქალაქო.
მეც ხომ შენი სილამაზის მონა ვარ,
აბა როგორ არ გაქო,
საქართველოს სიამაყევ, მშვენებავ,
ჩემო თბილის-ქალაქო.
მას დიდება შენთვის ჩემო თბილისო,
ვინც სიცოცხლე გასწირა,
მე იმ ბედის ვარსკვლავს ვენაცვალები,
შენ რომ გაგაყვაწვილა.
დაილოცოს ქვეყნად შენი ხსენება,
მზის და ლექსის ალაგო,
საქართველოს დიდებავ და მშვენებავ,
ჩემო თბილის-ქალაქო.
დაილოცოს ქვეყნად შენი ხსენება,
მზის და ლექსის ალაგო,
საქართველოს დიდებავ და მშვენებავ,
ჩემო თბილის-ქალაქო.
