სიყვარულის ეშხით როგორ დამდაგე,
უიმედო მოლოდინით დამღალე,
თუკი ჩემთვის შენ გულის კარს გააღებ,
ფიანდაზად დაგეგები ალალ მე.
მოდი მოდი კარგო ჩემი გულისა,
შეისმინე კვნესა ჩემი სულისა,
მოდი მოდი კარგო ჩემი გულისა,
შეისმინე კვნესა ჩემი სულისა.
ვარსკვლავი ხარ ცაზე მანათობელი,
შენი სხივი სხვას ათბობს და მე არა,
ყვავილი ხარ უნაზესი სურნელის,
ეგ სურნელი სხვას ათრობს და მე არა.
მოდი მოდი კარგო ჩემი გულისა,
შეისმინე კვნესა ჩემი სულისა,
მოდი მოდი კარგო ჩემი გულისა,
შეისმინე კვნესა ჩემი სულისა.
მოდი მოდი კარგო ჩემი გულისა,
შეისმინე კვნესა ჩემი სულისა,
მოდი მოდი კარგო ჩემი გულისა,
შეისმინე კვნესა ჩემი სულისა,
შეისმინე კვნესა ჩემი სულისა.
