მშვიდობით არა ნახვამდის

შენ სახელს ვეღარ შეიცვლი,
წლებიც შენი გზით მორბიან,
ამ წუთისოფელს შენ იცი
მარადიული სჯობია.

მშვიდობით არა ნახვამდის,
გიმზერ მზის სხივით მოფენილს,
რა შორი გზაა სახლამდის,
წამია წუთისოფელი.

მშვიდობით არა ნახვამდის,
გიმზერ მზის სხივით მოფენილს,
რა შორი გზაა სახლამდის,
წამია წუთისოფელი.

ძმობის უღელში შებმული,
სიყვარულისთვის ომობდი,
შენ ჩვენი ძმობის ერთგული
მარად დარჩები ბოლომდის.

მშვიდობით არა ნახვამდის,
გიმზერ მზის სხივით მოფენილს,
რა შორი გზაა სახლამდის,
წამია წუთისოფელი.

მშვიდობით არა ნახვამდის,
გიმზერ მზის სხივით მოფენილს,
რა შორი გზაა სახლამდის,
წამია წუთისოფელი.

იღბალი თუნდაც მასხრობდეს,
გახედე ზეცას ჭორფლიანს,
ამომავალ მზეს გახსოვდეს
ჩამავალი მზე სჯობია.

მშვიდობით არა ნახვამდის,
გიმზერ მზის სხივით მოფენილს,
რა შორი გზაა სახლამდის,
წამია წუთისოფელი.

მშვიდობით არა ნახვამდის,
გიმზერ მზის სხივით მოფენილს,
რა შორი გზაა სახლამდის,
წამია წუთისოფელი,
წამია წუთისოფელი.


Discover more from ქართული სიმღერის ტექსტები

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading