მწვანე რტოები

შენს მცნებასა და ნათელ სიყვარულს,
უხილავ წუთებს კვლავ შენდობა სურს,
ვარ მინდობილი და ვევედრები,
რამეთუ სული გვმართებს ღმერთების.

ო ნურასოდეს განმირისხდები,
არ გთხოვ სიცოცხლეს, მკვდარი მიხსენი,
ო ნურასოდეს განმეშორები
და მომიჩრდილე მწვანე რტოები
და მომიჩრდილე მწვანე რტოები.

სიყვარულისთვის თუ ვარ დევნილი,
სასუფეველი მომეც ცრემლივით,
თუ არ მიხედე მონათ ვედრება,
ჩაქრება სული და გამტვერდება.

ო ნურასოდეს განმირისხდები,
არ გთხოვ სიცოცხლეს, მკვდარი მიხსენი,
ო ნურასოდეს განმეშორები
და მომიჩრდილე მწვანე რტოები
და მომიჩრდილე მწვანე რტოები.

ო ნურასოდეს განმირისხდები,
არ გთხოვ სიცოცხლეს, მკვდარი მიხსენი,
ო ნურასოდეს განმეშორები
და მომიჩრდილე მწვანე რტოები
და მომიჩრდილე მწვანე რტოები
და მომიჩრდილე მწვანე რტოები.


Discover more from ქართული სიმღერის ტექსტები

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading