ნათიაო, ნათიაო

ნათიაო, ნათიაო,
გოგოვ რა დაგმართიაო,
წყალზე კოკა გაგტეხია,
ნატეხ-ნატეხ აგდიაო,
წყალში როგორ ლურჯად სჩანხარ,
გოგოვ, გოგოვ, ნათიაო.

თვალში ნამი ჩაგდგომია,
ცრემლით ივსებ ლამაზ თვალებს,
ნუ გგონია ვერვინ გხედავს,
რომ მიკიდებ ცეცხლის ალებს,
აიხედე, ნახე ვერხვი
რა ჩუმ-ჩუმად გითვალთვალებს.

ნუ გგონია ვერვინ გხედავს,
რომ მიკიდებ ცეცხლის ალებს,
აიხედე, ნახე ვერხვი
რა ჩუმ-ჩუმად გითვალთვალებს.

ასე იყო, ასე არის,
კოკა ტყდება, რჩება წყარო,
განა არ სჯობს ეგ ცრემლები
მაგ წყაროს წყალს გაატანო?
ნათიაო, ნათიაო,
გოგოვ, გოგოვ ნათიაო.


Discover more from ქართული სიმღერის ტექსტები

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading