ნაკადული

მე ის პატარა ნაკადული ვარ,
შენ რომ ამღვრევ და ასე ათრთოლებ,
შენ რომ ცრემლები წყალს გააყოლე,
მე ის პატარა ნაკადული ვარ!

მე ის პატარა სიყვარული ვარ,
რატომღაც შენ რომ აღარ ახსენებ,
შენ რომ არასდროს არ მოგასვენებს,
მე ის პატარა სიყვარული ვარ!
შენ რომ არასდროს არ მოგასვენებს,
მე ის პატარა სიყვარული ვარ!

გული, ჩემი, ჩემი მტერია,
შენ ვერ დაგიპყრო, მე მომერია,
გული, ჩემი, ჩემი მტერია,
მე მომერია.
გული, ჩემი, ჩემი მტერია,
მე მომერია.

მე ის პატარა სიყვარული ვარ,
რატომღაც შენ რომ აღარ ახსენებ,
შენ რომ არასდროს არ მოგასვენებს,
მე ის პატარა სიყვარული ვარ!

მოვიდა წვიმა, წვიმა ცქრიალა,
დასტოვა ცრემლი და ჩაიარა,
მოხვედი შენ და ვერ შემამჩნიე,
მოხვედი შენ და შენც ჩაიარე.
მოხვედი შენ და ვერ შემამჩნიე,
მოხვედი შენ და შენც ჩაიარე.

გული, ჩემი, ჩემი მტერია,
შენ ვერ დაგიპყრო, მე მომერია,
გული, ჩემი, ჩემი მტერია,
მე მომერია.
გული, ჩემი, ჩემი მტერია,
მე მომერია.

გული, ჩემი, ჩემი მტერია,
შენ ვერ დაგიპყრო, მე მომერია,
გული, ჩემი, ჩემი მტერია,
მე მომერია, მე მომერია, მე მომერია.


Discover more from ქართული სიმღერის ტექსტები

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading