ნანა (აკვნის ნანა, ფშაური)

ნანას გეტყვი, გესმოდესო,
თოლებს რული გესხმოდესო,
ანგელოზი გარწევდეს,
მტრედი ნანას გეტყოდესო.

პირმა დაგლოცათ ღვთისამან,
ნაწილმან ბარძიმისამან,
ლომისამ თორმეტწამემან,
პატრონმა არაგვისამან.

ბებერმა წმინდა სამებამ,
პატრონმა ხმელეთისამან,
ივნე ნათლისმცემელმან,
პატრონმა ბალღებისამან.


Discover more from ქართული სიმღერის ტექსტები

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading